თავში

რომის პაპი ონლაინ რეჟიმით იქადაგებს

რომის პაპი ონლაინ რეჟიმით იქადაგებს
რომის პაპი ონლაინ რეჟიმით იქადაგებს

კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური, რომის პაპი ფრანცისკე I-ის ტრადიციული საკვირაო ქადაგება ონლაინ რეჟიმში შედგება. პირდაპირი ჩართვა სამოციქულო სასახლის ბიბლიოთეკიდან განხორციელდება.

წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებით, რომის პაპის მიმართვა წმინდა პეტრეს მოედანზე და ვატიკანის მედია საშუალებების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომების მიღება იტალიის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება და მიზნად ისახავს მოსახლეობის უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, რომის პაპმა დიდმარხვის პირველ კვირაში, რომში, ლატერანის გორაზე მდებარე წმინდა ჯოვანის ბაზილიკაში გამართულ მესაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ვინაიდან მისი ავად გახდომა იტალიაში კორონავირუსის გავრცელების პერიოდს დაემთხვა ეჭვობდნენ, რომ პაპი ფრანცისკე შესაძლოა ინფიცირებული ყოფილიყო, თუმცა მას პნევმონია არ დაუდგინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system