თავში

როუჰანი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ქვეყნის ჩარევა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს

როუჰანი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ქვეყნის ჩარევა ვითარებას კ
როუჰანი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ქვეყნის ჩარევა ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს

"მთიანი ყარაბაღის გარშემო შექმნილ ვითარებაში მესამე ქვეყნის ჩართვა კონფლიქტის მოგვარებას შეაფერხებს და გაამწვავებს, რაც რეგიონის ინტერესებს არ შეესაბამება", - ამის შესახებ  ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ზოგიერთი ტერორისტული ჯგუფის არსებობისა და მონაწილეობის გამო". 

”ტერორისტების არსებობა შეიძლება საშიში იყოს როგორც ირანისა და რუსეთისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის”, - განაცხადა როუჰანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ღამით, მოსკოვში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. თუმცა,აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია და დღეს დილით აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system