თავში

რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს - კრამპ-კარენბაუერი

რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოად
რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს  - კრამპ-კარენბაუერი

რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისთვის "კონკრეტულ და პირდაპირ" საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა. 

”რუსეთის მიერ ჯარის მობილიზებამ და ევროპის ცენტრში ომის გაჩაღებამ რეალური საფრთხეები შექმნა. ის ვინც ამაზე მიანიშნებს, არ ნიშნავს, რომ ანტირუსულად არის განწყობილი. ვინც ამას ხაზს უსვამს, ცდილობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტი წინ წამოწიოს და ჩვენი ქვეყნისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის აქტიური ზომები მიიღოს", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა რუსეთი დაადანაშაულა რაკეტების მობილიზებაში, რომლებიც გაშვების შემთხვევაში, ბერლინამდე მიაღწევენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 2018 წელს აღიარა, რომ კალინინგრადის რეგიონში მართლაც განლაგდა და ექსპლუატაციაში შევიდა "ისკანდერ-მ-ის" სარაკეტო სისტემები. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეშფოთების საპასუხოდ, მოსკოვმა აღნიშნა, რომ  ბოლო პერიოდში რუსეთის საზღვრებზე NATO-ს ჯარის გააქტიურება შეინიშნება და რუსეთის ქმედება მხოლოდ საპასუხო რეაქციას წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system