თავში

რუსეთის 40 ქალაქში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობს

რუსეთის 40 ქალაქში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობს
რუსეთის 40 ქალაქში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობს

რუსეთის 40-ზე მეტ ქალაქში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცა. რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში სამართალდამცავები ნავალნის მხარდამჭერებს აკავებენ.  

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციები დღეს  არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპისა და მსოფლიოს ათობით ქალაქში იმართება. 

ცნობისთვის, ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს,ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის  აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system