თავში

რუსეთის ეკლესია მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

რუსეთის ეკლესია მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
რუსეთის ეკლესია მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა. საპატრიარქოს წარმომადგენელი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას გონივრულს უწოდებს.

საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელის თქმით, აღდგომას საფლავებზე გასვლის პრაქტიკა საეკლესიო ტრადიციას არ წარმოადგენს და საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა.

შეგახსენებთ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს, უახლოეს კვირებში, მათ შორის აღდგომას, სახლში ლოცვისკენ და ტაძრებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 917-ს მიაღწია. ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. ახალი შემთხვევები 57 რეგიონში გამოვლინდა.

ვირუსის ყველაზე მეტი, 1 124 შემთხვევა დედაქალაქში, მოსკოვში ფიქსირდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდაცვლილთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა. 12 ადამიანი გასული დღე-ღამეში დაიღუპა. გამოჯანმრთელდა 795 და საავადმყოფოში მკურნალობას 7945 პაციენტი განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system