თავში

რუსეთის მოქალაქეს Tesla-ზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ

რუსეთის მოქალაქეს Tesla-ზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ
რუსეთის მოქალაქეს Tesla-ზე კიბერშეტევაში ადანაშაულებენ

რუსეთის მოქალაქეს, ეგორ იგორევიჩ კრიუჩკოვს ილონ მასკის კუთვნილ, ამერიკულ ენერგოკომპანია Tesla-ზე კიბერშეტევის განხორციელების მცდელობა ედება ბრალად. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Deutsche Welle იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ეგორ იგორევიჩ კრიუჩკოვი, კომპანიის კუთვნილ კომპიუტერში ვირუსის გავრცელების მიზნით, Tesla-ს თანამშრომლის მოსყიდვას ცდილობდა. რუსეთის მოქალაქე ლოს-ანჯელესში 22 აგვისტოს დააკავეს. ნევადას შტატის ფედერალურმა სასამართლომ კრიუჩკოვს ოფიციალურად ბრალი  4 სექტემბერს წაუყენა. 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პროკურატურა მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეს კომპანიის მონაცემების მოპოვება და კომპრომატების მეშვეობით მისი  დაშანტაჟება სურდა. კომპანიის თანამშრომელს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის 1 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს, თუმცა მან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და დასახმარებლად FBI–ის მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system