თავში

რუსეთმა აშშ "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალში შეიყვანა

რუსეთმა აშშ "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალში შეიყვანა
რუსეთმა აშშ არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, რუსეთი "არამეგობრული ქვეყნების" დიპლომატიურ მისიებში რუსეთის მოქალაქეებს მუშაობას სრულად აუკრძალავს, ან მათ რაოდენობას შეზღუდავს.

პუტინის ბრძანება მთავრობას ავალებს შეადგინოს არამეგობრულად მიჩნეული საელჩოებისა და საკონსულოების სია. 

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა. რუსეთის მთავრობამ უკვე დაიწყო "არამეგობრული ქვეყნების" ჩამონათვალის შედგენაზე მუშაობა. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ამ ქვეყნების ცამონათვალში უკვე შესულია შეერთებული შტატები.

რუსეთმა აშშ-ის საელჩოში მომუშავე 10 ამერიკელ დიპლომატს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ ნოტა გადასცა. მათ რუსეთი 21 მაისამდე უნდა დატოვონ.

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 15 აპრილს დააწესა. სიაში 32 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა. ესენი ის პირები და ორგანიზაციებია, ვინც ვაშინგტონის განცხადებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სხვა და დეზინფორმაციული ქმედებები სცადა. 

შეგახსენებთ, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევაპასუხად რუსეთის მთავრობამ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით ჩეხეთის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ რუსეთის საელჩოს კიდევ 63-მა თანამშრომელმა დატოვოს პრაღა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system