თავში

რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა

რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა
რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა
© DW

აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა, მათ შორის,  სამი საარტილერიო, რვა სადესანტო გემი და დამხმარე გემები. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

მედიის ცნობით, შავ ზღვაში შევიდა რუსეთის საზღვაო ფლოტის ორი დიდი სადესანტო გემი -" კალინინგრადი" და "კოროლევი". 

15 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მძაფრი პროტესტი განაცხადა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სამხედრო წვრთნების საბაბით, რუსეთი შავი ზღვის ნაწილს ქერჩის სრუტის მიმართულებით ოქტომბრამდე დახურავს და სხვა ქვეყნების გემებს გადაადგილება შეეზღუდებათ. 

”რუსეთის ფედერაციის ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევის კიდევ ერთი მცდელობა და უკრაინის სუვერენული უფლებების უზურპაცია", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

NATO რუსეთს მოუწოდებს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system