თავში

რუსეთში საპროტესტო აქციების 300 მონაწილე დააკავეს - VIDEO

რუსეთში საპროტესტო აქციების 300 მონაწილე დააკავეს
რუსეთში საპროტესტო აქციების 300 მონაწილე დააკავეს - VIDEO

რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსეთის 40-მდე ქალაქში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციის 300-მდე მონაწილე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებები დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავები მომიტინგეებს ყოველ მიზეზს გარეშე აკავებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისათვის აქციები რუსეთის 60-მდე ქალაქში იმართება.

ცნობისთვის, ხიმკის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს,ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 17 იანვარს, ღამით "შერემეტიევოს" აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system