თავში

რუსი სამშვიდობოების ახალმა რუკამ აზერბაიჯანში შეშფოთება გამოიწვია

რუსი სამშვიდობოების ახალმა რუკამ აზერბაიჯანში შეშფოთება გამოიწვია
რუსი სამშვიდობოების ახალმა რუკამ აზერბაიჯანში შეშფოთება გამოიწვია

რუსი სამშვიდობოების მიერ წარმოდგენილი ახალი რუკა, რომელიც აზერბაიჯანის, რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის ერთობლივ განცხადებას სცდება, აზერბაიჯანის საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას, სინანულს და გაკვირვებას იწვევს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა, ჯავიდ ოსმანოვმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუკებით მანიპულირება და რუსი სამშვიდობოების ქმედებები, რომლებიც მათ უფლებამოსილებას სცილდება, აშკარად აჩვენებს რუსეთის მიერ მისი ვალდებულებების დარღვევას: ”სამშვიდობო მისიის ამოცანები და ფუნქციები რეგულირდება კანონმდებლობით და ერთობლივი სამმხრივი განცხადებით, ამიტომ რუსმა სამშვიდობოებმა თავიანთი მუშაობა ამ ვალდებულებების შესაბამისად უნდა განახორციელონ”.

ოსმანოვმა ხაზი გაუსვა, რომ სომეხი ტერორისტები, რომლებიც ხოჯავენდის რაიონის სოფლებში იმალებოდნენ, სამოქალაქო პირებსა და აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები.

”აზერბაიჯანმა გააფრთხილა რუსი სამშვიდობოები და სომხური მხარე, რომ სერიოზულ ზომებს მიიღებს, თუ ასეთი შემთხვევები მოხდება. ოპერაციის შედეგად, ეს სოფლები ამჟამად აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება. თუ ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ მოხდა, აზერბაიჯანული მხარე ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. ამიტომ რუსი სამშვიდობოების მიერ შედგენილი და გავრცელებული რუკა არ შეესაბამება სინამდვილეს და ძალიან მოკლე დროში ის უნდა გამოსწორდეს. რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ მთიანი ყარაბაღში მისი სამშვიდობოების განლაგებას აზერბაიჯანული საზოგადოება ორაზროვნად მიესალმა, აზერბაიჯანული საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში მრავალი კითხვა და უკმაყოფილება მოჰყვა. შემთხვევები, რომლებიც ხდება, არღვევს აზერბაიჯანული საზოგადოების ნდობის ლიმიტს რუსი სამშვიდობოების მიმართ", - განაცხადა მან.

დეპუტატმა დასძინა, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ინტენსიურად აიარაღებდა რუსეთი სომხეთს ომის დროს.

”აზერბაიჯანელმა ხალხმა კარგად იცის ისიც, რომ განჯას, ბარდას და ტერტერს რაკეტებით სწორედ იმ იარაღიდან ბომბავდნენ, რომელიც რუსეთმა სომხეთს მიაწოდა. რუსეთში გარკვეულმა ძალებმა არ უნდა სცადონ იმის გამეორება, რაც მოხდა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში და ბელორუსში. როგორც ჩანს, რუსეთში გარკვეულ წრეებს არ შეუძლიათ გააცნობიერონ რუსეთის მიერ სომხეთისთვის ნაჩუქარი და ტროფეებად ხელში ჩაგდებული ტექნიკა, რომელიც 10 ნოემბერს ბაქოში გამარჯვების აღლუმზე იყო დემონსტრირებული”, - განაცხადა მან.

ოსმანოვმა არ გამორიცხა, რომ ეს წრეები ძალზე გაღიზიანებული იყო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის აღლუმში მონაწილეობით.

”რუსეთმა აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესები როგორც მთიანი ყარაბაღში სამშვიდობო მისიის განხორციელებაში, ასევე რეგიონში მის საქმიანობაში უნდა გაითვალისწინოს", - განაცხადა დეპუტატმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system