თავში

საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი თურქეთის გადაწყვეტილებას "საშიშ ესკალაციას" უწოდებენ

​საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი თურქეთის გადაწყვეტილებას "საშიშ ესკალ
საბერძნეთი, კვიპროსი და ისრაელი თურქეთის გადაწყვეტილებას საშიშ ესკალაციას უწოდებენ

თურქეთის ახალი აქტი, რომელიც ლიბიაში ჯარების დისლოცირების საშუალებას იძლევა, სამოქალაქო ომის "საშიში ესკალაციაა, რომელიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის". ამის შესახებ საბერძნეთის, ისრაელისა და კვიპროსის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"ეს გადაწყვეტილება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა, რომელიც ლიბიას ემბარგოს უწესებს და ლიბიის კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილების ძიებისკენ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიმართულ ძალისხმევას არყევს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამი ქვეყნის ლიდერი აწერს ხელს. 

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონროექტს, რომელიც ლიბიაში, გაერო-ს მიერ აღირებულ მთავრობის მხარდასაჭერად, სამხედრო ძალების გაგზავნას ითვალისწინებს. პარლამენტის სპიკერის მუსტაფა სენტოფის თქმით, კანონი 325 ხმით 184-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system