თავში

თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარების გაგზავნას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარების გაგზავნას მხარი დაუჭირა

თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონროექტს, რომელიც ლიბიაში, გაერო-ს მიერ აღირებულ მთავრობის მხარდასაჭერად, სამხედრო ძალების გაგზავნას ითვალისწინებს. პარლამენტის სპიკერის მუსტაფა სენტოფის თქმით, კანონი 325 ხმით 184-ის წინააღმდეგ მიიღეს.

მანამდე, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ორგვერდიან რეზოლუციას, რომელშიც განაცხადა, რომ ლიბიის მოვლენები რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და პარლამენტისგან ერთი წლის ვადით თურქეთის ჯარის უცხო ქვეყანაში განთავსების შესახებ თანხმობა მოითხოვა.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის მთავრობამ თურქეთს სამხედრო დახმარებისთვის 27 დეკემბერს ოფიციალურად მიმართა. მანამდე კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიაში ჯარის შეყვანის მოთხოვნას პარლამენტში წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system