თავში

საბერძნეთმა მიგრანტთა ბანაკში კარანტინი გამოაცხადა

​საბერძნეთმა მიგრანტთა ბანაკში კარანტინი გამოაცხადა
საბერძნეთმა მიგრანტთა ბანაკში კარანტინი გამოაცხადა

საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროს განცხადებით, მიგრანტთა ბანაკში 20-მდე დევნილის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ტესტირება ბანაკში მას შედეგ ჩატარდა, რაც გასულ კვირას, ათენში, მიგრანტმა ქალმა იმშობიარა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

ეს, საბერძნეთის მიგრანტთა ბანაკში, ვირუსის გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. სამინისტროს განცხადებით, მიგრანტებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ბანაკში ტესტირების პროცესი გაგრძელდება.

მიგრაციის სამინისტროს განცხადებით, დევნილთა ბანაკში ნებისმიერი შესვლა და გამოსვლა, პოლიციის მიერ, მკაცრად გაკონტროლდება და 14 დღიან კარანტინს დაექვემდებარება. ბანაკი ათენიდან 75 კილომეტრში მდებარეობს და იქ ასობით ადამიანია განთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system