თავში

საფრანგეთი ტერორიზმში 231 ეჭვმიტანილს ქვეყნიდან გააძევებს

​საფრანგეთი ტერორიზმში 231 ეჭვმიტანილს ქვეყნიდან გააძევებს
საფრანგეთი ტერორიზმში 231 ეჭვმიტანილს ქვეყნიდან გააძევებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დერმანენმა, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისა და მისთვის თავის მოკვეთის გამო, ექსტრემიზმში 231 ეჭვმიტანილის ქვეყნიდან გაძევება ბრძანა.

კვირას მინისტრმა შეხვედრა გამართა პრეფექტებთან, რომელთაც ეჭვმიტანილების ქვეყნიდან გაძევება უახლოეს დროში უნდა აღასრულონ. 231 ადამიანი არალეგალი იმიგრანტია. ისინი საფრანგეთის ტერიტორიაზე საბუთების გარეშე იმყოფებიან და რეესტრში ტერორისტული რადიკალიზაციის საფრთხის შემცველი ადამიანების სიაშია არიან. მათი ნაწილი - 180 პირი - დაპატიმრებულია, 51ადამიანი კი უახლოეს საათებში უნდა აიყვანონ.

ამ პირების საფრანგეთიდან გაძევების მოთხოვნის მიზეზი სკოლის მასწავლებლის სასტიკი მკვლელობა გახდა. შემთხვევა პარიზის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მოხდა. 47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

სამუელ პატის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური აქციების გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system