თავში

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ვაქცინის პასპორტები დაამტკიცა

​საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ვაქცინის პასპორტები დაამტკიცა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ვაქცინის პასპორტები დაამტკიცა

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, ნაციონალურმა ასამბლეამ ვაქცინის პასპორტების შემოღების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

სამდღიანი დებატების შემდეგ პროექტს მხარი 214-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 93 იყო, 27-მა თავი შეიკავა.

ახლა კანონპროექტი, რომლის თანახმად სანიტარული საშვი ვაქცინაციის საშვად იქცევა, სენატში მომავალი კვირის დასაწყისში იქნება განხილული. მთავრობა იმედოვნებს, რომ კანონი 15 იანვარს ამოქმედდებოდა.

ცნობისთვის, 5 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ვაქცინაციის სტრატეგია, მათი ყოველდღიური ცხოვრების გართულების გაგრძელებით, არავაქცინირებული ადამიანების "გაბრაზებაა".

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთმა ვაქცინაციის უფლების მქონე თითქმის 90% აცრა და "მხოლოდ ძალიან მცირე უმცირესობას ეყრდნობა". მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ამ უმცირესობას კიდევ უფრო ამცირებს, რაც მას "კიდევ უფრო აბრაზებს".

ამჟამად ქვეყნის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად სამედიცინო პასპორტის მისაღებად ტესტის პასუხი აღარ იქნება საკმარისი და მას მხოლოდ აცრილები მიიღებენ.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს მაკრონმა განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლოა, საფრანგეთში სავალდებულო გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system