თავში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყარაბაღის კონფლიქტში პარიზმა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყარაბაღის
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ყარაბაღის კონფლიქტში პარიზმა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საფრანგეთმა, როგორც შუამავალმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში, ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს. მინისტრმა ამის შესახებ პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად 1994 წელს ეუთოს ეგიდით შეიქმნა ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, საფრანგეთი და აშშ არიან. 

"ეუთო-ს მისია მოითხოვს, რომ რუსეთმა, აშშ-მა და საფრანგეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ. ჩვენი მხრიდან რომელიმე ერთი მხარის მხარდაჭერა არასწორი იქნება", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

გასულ კვირას, საფრანგეთის 170-ზე მეტი ქალაქის მერმა, დეპუტატმა და სენატორმა, მთავრობას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system