თავში

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ

​საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ მთიანი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩვენ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ეროვნული ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, ე.წ. "მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა" აღიაროს.

მინისტრის თქმით, ე.წ. რეჟიმის დამოუკიდებლობა არ იქნება აღიარებული.

"საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არ აღიარებს”, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

მინისტრის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საფრანგეთს მოუწევს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან გადადგეს.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შუამავლების როლზე უარს ვამბობთ”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system