თავში

საფრანგეთში აუქციონზე XVII საუკუნის მონეტები 1-მლნ-ად გაყიდეს

​საფრანგეთში აუქციონზე XVII საუკუნის მონეტები €1-მლნ-ად გაყიდეს
საფრანგეთში აუქციონზე XVII საუკუნის მონეტები 1-მლნ-ად გაყიდეს

საფრანგეთში 200-ზე მეტი ოქროს ლუიდორი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს, აუქციონზე 1 მილიონ ევროდ გაიყიდა. ინფორმაციას აუქციონის სახლი Ivoire Angers/Deloys ავრცელებს.

"მონეტები ლუდოვიკო XIII და ლუდოვიკო XIV-ს დროს შეიქმნა", - აღნიშნავს აუქციონი სახლი.

ლოტის თავდაპირველი ღირებულება 300 ათასი ევრო იყო. მონეტები ცალცალკე გაიყიდა. 19 მონეტა პარიზის ზარაფხანას მუზეუმმა შეიძინა.

239 ოქროს მონეტა 2019 წელს ერთ-ერთი სახლის კედელში იპოვეს. წყვილმა, რომელმაც აღმოჩენა გააკეთა, 4 მონეტა დაიტოვა.

აუქციონით მიღებული შემოსავალი სამ მუშაზე და სახლის მეპატრონეებზე გაიყოფა, რომლებმაც სახლში რემონტი გააკეთეს და მონეტებით სავსე ზარდახშა იპოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system