თავში

საფრანგეთში კინოთეატრები გახსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

საფრანგეთში კინოთეატრები გახსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ
საფრანგეთში კინოთეატრები გახსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

საფრანგეთში, თეატრებისა და კინოთეატრების ხელმძღვანელები გახსნის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართავენ.  ამის შესახებ გამოცემა AFP იუწყება.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის მთავრობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 15 დეკემბრიდან ექვსკვირიანი შეზღუდვების გარკვეულ ნაწილს მოხნის. თუმცა, შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება კულტურის სფეროს. მუზეუმები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები და კინოთეატრები კიდევ სამი კვირის განმავლობაში დახურული დარჩება.

კულტურული გაერთიანებების კავშირის პრეზიდენტმა, ნიკოლას დუბურგმა განაცხადა, რომ მათი ჯგუფი ამ დროისათვის სარჩელის შედგენაზე მუშაობს და სულ მალე სასამართლოს წარუდგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system