თავში

სამხრეთ კავკასიის პლატფორმის "3+3" პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება

​სამხრეთ კავკასიის პლატფორმის "3+3" პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება
სამხრეთ კავკასიის პლატფორმის 3+3 პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება

10 დეკემბერს მოსკოვი უმასპინძლებს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ შეხვედრას "3+3-ის" ფორმატში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ არის შემოთავაზებული და სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის შექმნას ემსახურება, - ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შეხვედრაზე აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით თურქეთს წარმოადგენს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელჩი სედათ ონალის თავმჯდომარეობით", - აღნიშნეს უწყებაში.

აზერბაიჯანს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის პირველ შეხვედრაზე "3+3-ის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system