თავში

სამხრეთ კორეის საგარეო მინისტრი იაპონიაში გადამწყვეტ მომენტში ჩადის

​სამხრეთ კორეის საგარეო მინისტრი იაპონიაში გადამწყვეტ მომენტში ჩადის
სამხრეთ კორეის საგარეო მინისტრი იაპონიაში გადამწყვეტ მომენტში ჩადის

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი კან იონ ჰვა იაპონიაში დიდი ოცეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას და 20 სახელმწიფოს საგარეო და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდება. 23 ნოემბერს ვადა გასდის სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სამხედრო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას (GSOMIA). მიუხედავად მცირე დროისა, შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული არ არის.

სეული-ტოკიოს შორის გართულებული სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, სამხრეთ კორეა აცხადებდა, რომ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდა. ვაშინგტონმა არაერთხელ მოუწოდა სამხრეთ კორეას, რომ დაბრუნებოდა იაპონიასთან დიალოგის რეჟიმს და გაეგრძელებინა სამხედრო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულება. ვაშინგტონის განცხადებით, ამ შეთანხმების შეწყვეტა სასარგებლო მხოლოდ ჩინეთისთვის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეისთვის იქნებოდა.

ცოტა ხნით წინ ოფიციალურმა სეულმა განაცხადა, რომ დიალოგის გაგრძელების მიზნით, შეაჩერებს იაპონიასთან სამხედრო ინფორმაციის გაცვლის შესახებ ხელშეკრულებიდან (GSOMIA) გამოსვლის პროცესს.

სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის საუკუნოვანი დავა, რომელიც 1910-1945 წლებიდან იღებს სათავეს, მიმდინარე წლის ზაფხულში გამწვავდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system