თავში

სერბეთის პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

სერბეთის პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
სერბეთის პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

სერბეთის დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში კომენდანტის საათი იმოქმედებს. დემონსტრანტების ჯგუფი ბელგრადში მდებარე პარლამენტის შენობაში შეიჭრა, რასაც  წინ უძღოდა  პოლიციასთან შეტაკება. 

მომიტინგეებმა პარლამენტის შენობას ქვები და ბოთლები დაუშინეს. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

7 ივლისს, სერბეთის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ბელგრადში 10 ივლისიდან 13 ივლისის ჩათვლით კომენდანტის საათი დაწესდებოდა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მთავრობა ასევე კრძალავს 10-ზე მეტი ადამიანის ჯგუფებად შეკრებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system