თავში

სერიული მკვლელი "ზოდიაქოს" ვინაობა ცნობილია

სერიული მკვლელი "ზოდიაქოს" ვინაობა ცნობილია
სერიული მკვლელი ზოდიაქოს ვინაობა ცნობილია

40 გამომძიებლისგან შექმნილი ჯგუფი The Case Breakers ამტკიცებს, რომ მათ სერიული მკვლელი "ზოდიაქოს" ვინაობა დაადგინეს. ამის შესახებ გამოძიება  Fox News წერს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ "ზოდიაქოს" სახელით ჩადენილი სერიული მკვლელობების უკან მღებავი გარი ფრენსის პოსტი დგას, რომელიც 2018 წელს გარდაიცვალა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, FBI და პოლიცია გამოძიებას კვლავ განაგრძობენ.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ მისი ვინაობა ზოგიერთი ნივთმტკიცებისა და ამ დრომდე ცოცხალი მოწმეების ჩვენებების გამოყენებით დაადგინეს. მათივე თქმით, სერიული მკვლელის ვინაობის დადგენამ შესაძლოა მისი შიფრის ამოხსნას შეუწყოს ხელი.

კიდევ ერთი მტკიცებულება იყო საღებავით დაფარული საათი, რომელიც აღმოაჩინეს ბეითსის მკვლელობის ადგილას.

"ზოდიაქოს" პირველი მსხვერპლი დევიდ არტურ ფარადეი იყო. მკვლელმა 17 წლის მოზარდი 1968 წლის 20 დეკემბერს ჰერმან როუდის ტბასთან მოკლა.

"ზოდიაქომ" 1968 და 1969 წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიაში 5 ადამიანი მოკლა, პარალელურად კი პოლიციასა და გაზეთებს დამცინავ წერილებსა და კრიპტოგრამებს უგზავნიდა. იდუმალ მკვლელს "ზოდიაქო" იმის გამო შეერქვა, რომ მისი კრიპტოგრამები ასტროლოგიურ სიმბოლოებსა და მინიშნებებსაც შეიცავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system