თავში

სეულის მერი დაკრძალეს

​სეულის მერი დაკრძალეს
სეულის მერი დაკრძალეს

დღეს დილით სეულის მერის, პაკ ვონ-სუნის დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებული ზომების გამო, მას შეზღუდული რაოდენობის ადამიანები ესწრებოდნენ.

64 წლის პაკ ვონ-სუნი 9 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზზე ჯერ ოფიციალურად არ საუბრობენ, თუმცა პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობდა.

გარდაცვკაკების დღეს პაკმა სახლიდან გასვლამდე წერილი დატოვა, სადაც ყველას, განსაკუთრებით კი ოჯახს ბოდიში მოუხადა. 

პაკი სეულის მერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. ის სამხრეთ კორეის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system