თავში

სეულში შინაურ ცხოველებს კორონავირუსზე შეამოწმებენ

​სეულში შინაურ ცხოველებს კორონავირუსზე შეამოწმებენ
სეულში შინაურ ცხოველებს კორონავირუსზე შეამოწმებენ

სეულის მთავრობის განცხადებით, შინაურ კატებსა და ძაღლებს, რომლებსაც ცხელება, ხველა და ქოშინი აღენიშნებათ, კორონავირუსზე შეამოწმებენ, თუკი მათ COVID-19-ით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.

ეს პროგრამა რამდენიმე კვირაში ამოქმედდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ცხოველის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

ამასთან, ტესტები COVID-19-ის სიმპტომების მქონე მხოლოდ იმ ცხოველებს ჩაუტარდება, რომლებსაც ინფიცირებულ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება.

ცხოველები, რომელთა ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდება, 14 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა დარჩნენ. ამასთან, თუ მათი პატრონი ინფიცირებულია, მათ სპეციალურ თავშესაფრებში გადაიყვანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system