თავში

შარლ მიშელი ილჰამ ალიევს ესაუბრა

შარლ მიშელი ილჰამ ალიევს ესაუბრა
შარლ მიშელი ილჰამ ალიევს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

შარლ მიშელმა საუბრისას შეშფოთება გამოხატა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამხედრო პროვოკაციებს შუშის, ლაჩინის, ქალბაჯარის მიმართულებით და დღეს ბოლო ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

"რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – წერს შარლ მიშელი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system