თავში

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება "Sea Breeze 2020" იმართება

​შავ ზღვაში სამხედრო სწავლება "Sea Breeze 2020" იმართება
შავ ზღვაში სამხედრო სწავლება Sea Breeze 2020 იმართება

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება "Sea Breeze 2020" იმართება, რომელშიც ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ.

მანევრები ოდესასთან ახლოს დღეს დაიწყო.

როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების მეექვსე ფლოტის წარმომადგენლები აცხადებენ, წვრთნების მიზანი რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა.

„ჩვენი მონაწილეობა ისეთ მრავალეროვნულ სწავლებებში, როგორიცაა „სი ბრიზ 2020″ არის რეალური დემონსტრაცია, რომ აშშ ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში ჩართულია”, – განაცხადეს მეექვსე ფლოტში.

საზღვაო მანევრებში მონაწილეობას მიიღებს: 27 საბრძოლო ხომალდი, 19 თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან, საქართველოდან და ნატო-ს წევრი შვიდი ქვეყნიდან: აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system