თავში

შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები "Sea Breeze-2020" დასრულდა

​შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები "Sea Breeze-2020" დასრულდა
შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები Sea Breeze-2020 დასრულდა

შავ ზღვაში საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო წვრთნები "Sea Breeze-2020" დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"შავ ზღვაში მანევრების ყველა ამოცანა სრული მოცულობით შესრულდა", - აღნიშნულია სარდლობის განცხადებაში.

Sea Breeze-2020-ის ხელმძღვანელებმა უკრაინული და ამერიკული მხრიდან მადლობა გადაუხადეს მონაწილეებს.

"ამ წვრთნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა თანამშრომლობის მაღალი დონე უკრაინას, აშშ-ს, რეგიონალურ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის შავი ზღვის რეგიონში მზაობის უზრუნველყოფისა და ოპერატიული თავსებადობისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინასა და აშშ-ის გარდა წვრთნებში ბულგარეთი, საქართველო, ესპანეთი, რუმინეთი, თურქეთი და ნორვეგია მონაწილეობდა. 

შავ ზღვაში სამხედრო სწავლება "Sea Breeze 2020" 20 ივლისს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system