თავში

შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ახლა სომხეთი - ილჰამ ალიევი

​შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ახლა სომხეთი - ილჰამ ალიევი
შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ახლა სომხეთი - ილჰამ ალიევი

შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ახლა სომხეთი. ახლა იქ კრიზისია, ხდება დაპატიმრებები, დემოკრატიული საფუძვლები პრაქტიკულად მთლიანად დარღვეულია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თებერვალს ბაქოს რამანას დასახლებაში, საცხოვრებელ კომპლექსში შეჰიდებისა და ომის ინვალიდების ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

"სომხეთი არასოდეს ყოფილა ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობამდე ისინი მათმა ლიდერებმა მიიყვანეს. სომხეთში 20 წლის განმავლობაში მმართველი ხუნტის ლიდერებმა - ქოჩარიან-სარგსიანის ხუნტამ და მათ შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ. მათ შემდეგ მოსული ხელისუფლება არჩევანის წინაშე იდგა - გაეგრძელებინა ოკუპაციის პოლიტიკა და უბედურებაში ჩავარდნა, ან ნებაყოფლობით ჩვენი ტერიტორიების დატოვება. ჩვენ მივეცით მათ ეს შანსი და ომის დროსაც კი ბევრჯერ მითქვამს, თქვან თარიღები, რომელ დღეს რომელი რეგიონიდან გავლენ და ჩვენ ომს დავასრულებთ. ასეც მოხდა. როგორც კი თარიღები მოგვაწოდეს, ომი დამთავრდა. თუმცა, ისინი იძულებულნი გახდნენ, ეს თარიღები მოეცათ ჩვენთვის, და არა საკუთარი ნებით. მას შემდეგ, რაც ჩვენ მათი ჯარი დავანგრიეთ, სომხეთის ჯარი, გავანადგურეთ ცოცხალი ძალა, მას შემდეგ, რაც ისინი დაეცნენ, ისინი იძულებულნი გახდნენ და კაპიტულაციის აქტს ხელი მოაწერეს და ჩვენი გამარჯვება დადასტურდა", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system