თავში

შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბაღდადში

შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბაღდადში
შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ბაღდადში

ბაღდადში პოლიციასა და ანტისახელისუფლებო დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 

ბაღდადში, პოლიციამ აქტივისტების ბანაკების დაშლის მიზნით რეიდი მოაწყო, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. რეიდის დროს შვიდი ადამიანი დაიჭრა და დაკავებულია აქციის 16 მონაწილე. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არსებობს საფრთხე, რომ ძალოვანები აქციების დაშლის უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავენ. 

ერაყის დედაქალაქში საპროტესტო აქციები ოქტომბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები თავიდან უმუშევრობის მაღალ დონეს აპროტესტებდა, შემდეგში კი რეფორმების გატარების მოთხოვნაში გადაიზარდა. საპროტესტო აქციების მსვლელობისას, პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია და დღევანდელი მონაცემებით 470-მდე ადამიანია დაღუპული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system