თავში

სიდნეი ტყის ხანძრების კვამლშია გახვეული

სიდნეი ტყის ხანძრების კვამლშია გახვეული
სიდნეი ტყის ხანძრების კვამლშია გახვეული

ავსტრალიის ქალაქი სიდნეი, ტყის ხანძრების შედეგად, მძიმე კვამლით არის დაფარული. სპეციალისტები, სასუნთქი გზების დაავადებების მქონე მოსახლეობას, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, სახლში დარჩენას ურჩევენ.

დაკვამლიანების დონე ქალაქის ზოგ რაიონებში სახიფათოზე გაცილებით მაღალია.

სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, შეინ ფიტსიმსონის განცხადებით, მეხანძრეებს მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო მუშაობა უკიდურესად უჭირთ.

ახალი სამხრეთ უელსის მიმდებარე რაიონებში ცეცხლის 48 კერა მძვინვარებს. ცეცხლმა შტატში 577 სახლი გაანადგურა.

წელს ავსტრალიაში ხანძრების სეზონი ჩვეულებრივზე გაცილებით ადრე, გაზაფხულზე დაიწყო, რასაც უჩვეულოდ თბილმა და მშრალმა ზამთარმა შეუწყო ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system