თავში

ერაყში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

​ერაყში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
ერაყში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

ერაყში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

ერაყში დღეს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებთან შეტაკებისას კიდევ 9 დემონსტრანტი დაიღუპა. ანტისახელისუფლებო დემონსტრაციებზე მოკლულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. დაშავებულია ასობით ადამიანი. აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა. დედაქალაქ ბაღდადში 24 საათიანი კომენდანტის საათია გამოცხადებული.

პრემიერ0მინისტრმა აბდულ-მაჰდი ადილმა დემონსტრანტებს აქციების შეწყვეტისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრემიერის განცხადებით, ერაყის მთავრობა მუშაობს აქციის მონაწილეების სამართლიან მოთხოვნებზე კორუფციის აღკვეთისა და სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, მთავრობა მათ დაკმაყოფილებას შეეცდება, თუმცა ერაყის პრობლემის მოგვარების ჯადოსნური გეგმა არ არსებობს.

ერაყში უმუშევრობის მაღალი დონისა და ხელისუფლებაში კორუფციის გამო უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system