თავში

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს
სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს

სომხეთი აზერბაიჯანს 121 დასახლებულ პუნქტს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია, ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოქვეყნებული სიის მიხედვით, აზერბაიჯანს ლაჩინის რაიონში 52, მარტაკერტში რვა, კელბაჯარში 16, გადრუთში 29, შუშის რაიონში ორი, ასეკერანის რაიონში რვა და მარტუნის რაიონში რვა დასახლებული პუნქტი გადაეცემა.

სიას თან ახლავს განცხადება, რომელშიც მოცემულია 300 000 დრამის (600 დოლარის) ოდენობით დახმარების მიღების წესები, რომელიც იმ მოქალაქეებს გადაეცემათ, ვინც დარეგისტრირებულნი არიან იმ რაიონებში, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღისა და ახლო მდებარე რაიონების ნაწილი ბაქოს გადაეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system