თავში

სომხეთი თურქეთთან დიალოგის დასაწყებად სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს

​სომხეთი თურქეთთან დიალოგის დასაწყებად სპეციალურ წარმომადგენელს დანი
სომხეთი თურქეთთან დიალოგის დასაწყებად სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს

სომხეთი მიესალმება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებას ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ და დიალოგის დასაწყებად საკუთარ სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა Facebook-ზე დაწერა.

"სომხეთი, როგორც ყოველთვის, მზადაა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისთვის წინაპირობების გარეშე, რაც სომხეთის მთავრობის პროგრამაშია დაფიქსირებულია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, ვადასტურებთ, რომ სომხური მხარე დიალოგის დასაწყებად სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით თურქეთი სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს. მისი თქმით, ორი ქვეყანა სტამბოლსა და ერევანს შორის ჩარტერულ ფრენებსაც განაახლებს. ამასთან, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯებთან დაკავშირებით თურქეთი აზერბაიჯანთან კოორდინირებულად მოქმედებს.

"ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას ვახორციელებთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. ყველა საკითხზე კოორდინაცია გვაქვს აზერბაიჯანთან. თუ სომხეთი ისწავლის გაკვეთილებს ბოლო მოვლენებიდან და უპირატესობას მშვიდობასა და სიმშვიდეს მიანიჭებს, შესაძლოა საელჩოც გაიხსნას. ამ საკითხსაც აზერბაიჯანთან ერთად გადავჭრით", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system