თავში

სომხეთიდან მიღებული პოზიტიური სიგნალები იმედს იძლევა - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

საგარეო უწყება
სომხეთიდან მიღებული პოზიტიური სიგნალები იმედს იძლევა  - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ლეილა აბლაევას განცხადებით, საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებით სომხეთიდან მიღებული პოზიტიური სიგნალები იძლევა იმედს, რომ ეს პროცესი კონსტრუქციული მიმართულებით განვითარდება.

„აზერბაიჯანი მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობების დამყარებას იდენტურად, ერთმანეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის საფუძველზე, რაც ჩვენი ქვეყნის უცვლელი პოზიციაა. ცნობილია, რომ ჩვენ სხვა საკითხებთან ერთად, გამოვხატეთ მზადყოფნა ნორმალიზდეს ურთიერთობები სომხეთთან საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტური პრინციპის საფუძველზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დელიმიტაციის პროცესი ორმხრივი საკითხია და ამ საკითხზე საპირისპირო მხრიდან ბოლოდროინდელი პოზიტიური სიგნალები იძლევა პროცესის კონსტრუქციული მიმართულებით განვითარების იმედს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system