თავში

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: ინფიცირების რიცხვმა რეკორდი დაამყარა

​სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: ინფიცირების რიცხვმა რეკორდი დაამყარა
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: ინფიცირების რიცხვმა რეკორდი დაამყარა

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღე-ღამეში 771-ით გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანია თქმით, ეს ეპიდემიის პერიოდში "ახალი რეკორდია".

მთავრობის სხდომაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ამაჟამად ჰოსპიტალიზაციას 51 ადამიანი ელოდება.

ამასთან, ტოროსიანმა აღნიშნა, რომ რეანიმაციაში თავისუფალი ადგილი არის, თუმცა რაოდენობა დიდი არაა.

"ახლა 502 ადამიანის მდგომარეობა შეფასებულია როგორც მძიმე, კიდევ 113-ის - როგორც უკიდურესად მძიმე. 40 ადამიანი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული", - განაცხადა მინისტრმა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 771 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 22 488-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 397 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 131 ინფიცირებული კი, სხვა მიზეზებით გარდაიცვალა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.

11 335 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად 10 625 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში 102 736 ტესტი ჩატარდა. 



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system