თავში

სომხეთის პრემიერი: საავადმყოფოებში ვითარება კრიტიკულია

​სომხეთის პრემიერი: საავადმყოფოებში ვითარება კრიტიკულია
სომხეთის პრემიერი: საავადმყოფოებში ვითარება კრიტიკულია

სომხეთის საავადმყოფოებში კრიტიკული ვითარებაა, იქ კოვიდინფიცირებულებისთვის ადგილები ილევა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"ვითარება კრიტიკულია. კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის გამზადებული 1857 ადგილიდან 1551 დაკავებულია, რეანიმაციაში 239 ადგილიდან 204 დაკავებულია", - განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით, ინფიცირების მზარდი ციფრები აჩვენებს, რომ სომხეთის მოსახლეობა ეპიდემიოლოგიურ წესებს არ იცავს და არ გამორიცხავს, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ხელისუფლებას ტოტალური შეზღუდვის დაწესება მოუწიოს.

"ეს ჩვენს ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 612 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 15 281 -ს მიაღწია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სომხეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე საგანგებო მდგომარეობა 13 ივლისამდე გაახანგრძლივა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system