თავში

სომხეთში მოქალაქეთა გადაადგილებას გააკონტროლებენ

სომხეთში მოქალაქეთა გადაადგილებას გააკონტროლებენ
სომხეთში მოქალაქეთა გადაადგილებას გააკონტროლებენ

სომხეთის პარლამენტმა, 31 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მიიღო მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეების სატელეფონო ზარების გაკონტროლებას ითვალისწინებს.

კანონპროექტთა პაკეტი "საგანგებო მდგომარეობის შესახებ და "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იქნა მიღებული, 69 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტი მოქალაქეების გადაადგილებაზე კონტროლის ზომების გათვალისწინებას ითვალისწინებს. მონაცემები ერთიან ბაზაში შეგროვდება. ამისთვის სმარტფონების ყველა მფლობელს სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა მოუწევს, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

მოქალაქის ინფიცირების შემთხვევაში, ეს მონაცემები მისი კონტაქტების ჯგუფს დაადგენს. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ წაიშლება. ამასთან, მათი თქმით, სატელეფონო საუბრების ჩაწერა არ მოხდება. მათთვის, ვისაც სმარტფონები არ აქვს, სომხეთის მთავრობა კონტროლის ალტერნატიულ მეთოდებს შეიმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system