თავში

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ისევ გახანგრძლივდა

​სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ისევ გახანგრძლივდა
სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ისევ გახანგრძლივდა

სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ის 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რუსტამ ბადასიანის თქმით, ეს აუცილებელია იმიტომ, რომ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია.

ამასთან, სომხეთში რამდენიმე შეზღუდვა შემსუბუქდება. კერძოდ, ქვეყანა უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის, თუმცა მათ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. თუმცა, თუ კორონავირუსზე მათი ტესტი უარყოფითი იქნება, თვითიზოლაციის რეჟიმი, შესაძლოა, ვადაზე ადრე დასრულდეს.

იხსნება შეზღუდვა მასობრივი შეკრებებზე. ასეთი ღონისძიებები სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადეებით ჩატარდება. ასევე ოჯახური ღონისძიებები იქნება დაშვებული, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა 40 ადამიანს არ უნდა აღემატებოდა.

მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული დოკუმენტი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს დღესვე გადაეგზავნება.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 201 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 40 794-ს მიაღწია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system