თავში

სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთის ხელისუფლებამ, მთიანი ყარაბაღის მოვლენების გამო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია ცხადდება. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის",წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system