თავში

სუამ-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მწუხარება გამოთქვა

​სუამ-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრე=
სუამ-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მწუხარება გამოთქვა

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციამ (სუამ) აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. ამის შესახებ ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, აზერბაიჯანის მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!", - აღნიშნულია განცხადებაში.

30 ნოემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო შვეულმფრენი ხიზის რაიონში საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system