თავში

სუეცის არხის დაბლოკვით გამოწვეულმა ზარალმა, შესაძლოა, 10 მილიარდს მიაღწიოს

სუეცის არხის დაბლოკვით გამოწვეულმა ზარალმა, შესაძლოა, 10 მილიარდ
სუეცის არხის დაბლოკვით გამოწვეულმა ზარალმა, შესაძლოა, 10 მილიარდს მიაღწიოს

გერმანიის უმსხვილესმა სადაზღვევო კომპანია Allianz–მა დაიანგარიშა, რომ სუეცის არხის დაბლოკვით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 10 მილიარდს მიაღწიოს. 

სუეცის არხთან შექმნილ „საცობში“ 320 გემი დგას. 

ცნობისთვის სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური კონტეინერმზიდის Ever Green ადგილიდან პირველად, მცირედით დაიძრა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Ever Green, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებში მიემართებოდა, სუეცის არხში 24 მარტს გაიჭედა. სუეცის არხი უმნიშვნელოვანესი მსოფლიო სავაჭრო-საზღვაო მაგისტრალია, რომელიც ევროპას აზიასთან უმოკლესი გზით აკავშირებს. სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე არხის სიგრძე 163 კილომეტრია, სიგანე - 350 მეტრი, სიღრმე კი - 45-60 მეტრი. ყოველწლიურად არხს ათასობით გემი კვეთს. 2018 წელს არხმა 18 000 გემი გაატარა. ეგვიპტის ხელისუფლებამ არხის ყელის გაფართოება 2015 წელს დაასრულა, რის შემდეგაც სატრანზიტო მონაკვეთზე ორმხრივად მოძრაობა გახდა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system