თავში

სულეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებს, თუ ტრამპი სასამართლოს წინაშე არ წარდგება - ირანი

​სულეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებს, თუ ტრამპი სასამარ
სულეიმანის მკვლელობისთვის შურს იძიებს, თუ ტრამპი სასამართლოს წინაშე არ წარდგება - ირანი

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რისი გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხისგებაში მიცემას დაჟინებით მოითხოვს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამის შესახებ რაისიმ გენერლის გარდაცვალების მეორე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"თუ ტრამპი და პომპეო გენერალ სულეიმანის მკვლელობისთვის სასამართლოს წინაშე არ წარდგებიან, მუსლიმები შურს იძიებენ", - განაცხადა რაისმა.

მან ტრამპს "აგრესორი, მკვლელი და მთავარი დამნაშავე" უწოდა და აღნიშნა, რომ ის უნდა გასამართლდეს.

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ სამხედრო ოპერაციის შედეგად ქასემ სულეიმანი 2020 წლის იანვარში მოკლა. გენერალი სულეიმანი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სარაკეტო დარტყმა ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მოხდა. ინფორმაცია პენტაგონში დაადასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system