თავში

"თალიბანი" ავღანეთის მთავრობას ემუქრება

​"თალიბანი" ავღანეთის მთავრობას ემუქრება
თალიბანი ავღანეთის მთავრობას ემუქრება

რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთის ძალოვნების წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის მზადაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობა თავის წევრებს და ფრონტებს ყველანაირად დაიცავს.

ამასთან, "თალიბანი" ქაბულსა და ნანგარჰარის პროვინციებში მომხდარ თავდასხმებს გმობს, რომლებზეც პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამური სახელმწიფო" აიღო.

"ჩვენ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნების ერთგულნი ვრჩებით და შესაბამის ნაბიჯებს ვაკეთებთ, საპირისპირო მხარემ კი ვალდებულებები ვერ შეასრულა", - განაცხადეს მოძრაობაში.

თალიბების თქმით, ავღანეთის ხელისუფლებას პატიმრები უნდა გაეთავისუფლებინა და მოლაპარაკებები დაეწყო. 

თებერვლის ბოლოს ყატარში აშშ-სა და „თალიბებს“ შორის, პირველად 18 წლიანი ომის მანძილზე, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება თალიბების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას, ტყვეების გაცვლასა და 14 თვის განმავლობაში ავღანეთის ტერიტორიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყვანას გულისხმობს. შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის 8,6 ათასამდე შემცირებას გეგმავს. სამშვიდობო შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს „თალიბებსა“ და ავღანეთის ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყებას.

ავღანეთის დედაქალაქში, საავადმყოფოს შესასვლელთან აფეთქება 12 მაისს მოხდა, ამის შემდეგ შენობაში შეიარაღებული პირები შევარდნენ. შესასვლელში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. შენობის დატოვება პერსონალის მხოლოდ ნაწილმა მოახერხა. საავადმყოფოში სროლის ხმა ისმოდა. შეიარაღებული პირები ხელყუმბარებსაც ისროდნენ. დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 16 ადამიანი. 

საავადმყოფო ორგანიზაციას "ექიმები საზღვრების გარეშე" (MSF) ეკუთვნის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყველა შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია.

ამასთან, 12 მაისს, ნანგარჰარის პროვინციის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის დაკრძალვაზე აფეთქება მოხდა. 24 ადამიანი გარდაიცვალა, 68 დაშავდა. სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" აიღო.

მოგვიანებით ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ტერორისტებზე შეტევისკენ მოუწოდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა კვლავ მიმართა რადიკალურ მოძრაობებს, მიიღონ წინადადება ქვეყანაში მშვიდობის აღდგენის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system