თავში

თალიბანი ქურდობისთვის ხელის მოკვეთის წესს აღადგენს

​თალიბანი ქურდობისთვის ხელის მოკვეთის წესს აღადგენს
თალიბანი ქურდობისთვის ხელის მოკვეთის წესს აღადგენს

ავღანეთში მძიმე დანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდება და ქურდობაში ბრალდებულებისთვის ხელის მოკვეთის წესი აღდგება, - ამოს შესახებ რადიკალური მოძრაობა "თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მულა ნურადინ ტურაბიმ განაცხადა. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს, შესაძლოა, საჯაროდ არ გაიმართოს, როგორც ადრე ხდებოდა.

"ჩვენ ყველა გვაკრიტიკებდა, როდესაც ადამიანებს სტადიონებზე ვსჯიდით, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს არაფერი გვითქვამს. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს კანონი. ჩვენ ისლამს მივყვებით და კანონი ყურანზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა მან.

მულა ნურადინ ტურაბის თქმით, მსგავსი მკაცრი სასჯელები უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, რადგან ეს სხვა ადამიანებს ქურდობისგან აკავებს.

ამასთან, AP წერს, რომ ცოტა ხნის წინ "თალიბანმა" მცირე ქურდობისთვის არსებული წესი - საჯაროდ შერცხვება აღადგინა.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system