თავში

"თალიბანსა“ და ავღანეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო

"თალიბანსა“ და ავღანეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები
თალიბანსა“ და ავღანეთის ხელისუფლებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო

კატარის დედაქალაქ დოჰაში ავღანეთის მთავრობასა და რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" აჯანყებულებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. 

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები 19 წლიანი კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.

მოლაპარაკებებს ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი აბდულა აბდულა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერის მოადგილე მულა ბარადარი ესწრებიან. 

საერთაშორისო დიპლომატები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ერთადერთი რეალისტური გზაა იმ კონფლიქტის დასრულებისკენ, რომელმაც 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და ავღანეთის განვითარება შეაფერხა.

აშშ-სა და "თალიბებს" შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და "თალიბების" მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, 2020 წლის თებერვლის ბოლოს ყატარში, "თალიბების" პოლიტიკურ დედაქალაქ დოჰაში გაფორმდა. ავღანეთი, აშშ-ის შუამავლობით, "თალიბებთან" სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება, რამაც 19 წლიან ომს უნდა დაუსვას წერტილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system