თავში

თეთრი სახლის მთავარი დარბაზიდან ბუშის და კლინტონის პორტრეტები ჩამოხსნეს

თეთრი სახლის მთავარი დარბაზიდან ბუშის და კლინტონის პორტრეტები ჩამოხსნე
თეთრი სახლის მთავარი დარბაზიდან ბუშის და კლინტონის პორტრეტები ჩამოხსნეს

თეთრი სახლის გრანდ ფოიედან შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების, ბილ კლინტონის და ჯორჯ ბუშის პორტრეტები ჩამოხსნეს და მათ მაგივრად ორი რესპუბლიკელი პრეზიდენტის სურათი დაკიდეს. ამის შესახებ CNN იუწყება.

ტრადიციების თანახმად, ამერიკის უახლესი პრეზიდენტების პორტრეტები თეთრი სახლის ყველაზე  თვალსაჩინო ადგილას, შენობის შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული, ვიზიტორებისათვის ხილულ ადგილას. 

კლინტონისა და ბუშის პორტრეტები ძველ საოჯახო ოთახში გადაიტანეს, რომელსაც იშვიათად იყენებენ.

ჯორჯ ბუშის პორტრეტის ადგილზე  შეერთებული შტატების 25-ე პრეზიდენტის, უილიამ მაკ-კინლი პორტრეტი ჩამოკიდეს, ხოლო კლინტონის სურათი თეოდორ რუზველტის პორტრეტით შეცვალეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system