თავში

ტრამპი: მომავალი კვირა აშშ-სთვის უმძიმესი იქნება

ტრამპი: მომავალი კვირა აშშ-სთვის უმძიმესი იქნება
ტრამპი: მომავალი კვირა აშშ-სთვის უმძიმესი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებისთვის "უმძიმესი" კვირა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

”სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება, შემდეგი ორი კვირა შტატებისთვის ყველაზე რთული იქნება, ჩვენს ქვეყანას მსგავსი პერიოდი არ ახსოვს. გარდაცვლილთა ამხელა ციფრები პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ტესტრირებების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად თქვენ ნახავთ, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობაც მოიმატებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა შაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შტატების დასახმარებლად ათასობით სამხედრო მოსამსახურეს გამოყოფს. 

შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8 454-ს აღწევს. ინფიცირებულია 311 637 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system