თავში

ტრამპის მრჩეველი: "თალიბებთან" გარიგების შემთხვევაში რუსეთი პასუხს აგებს

​ტრამპის მრჩეველი:
ტრამპის მრჩეველი: თალიბებთან გარიგების შემთხვევაში რუსეთი პასუხს აგებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრიენი თქმით, თუ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია რუსეთისა და "თალიბების" თანამშრომლობის შესახებ, რუსეთი ამაზე პასუხს აგებს.

”თუ ავღანეთში ამერიკელების მიმართ რუსეთის ბოროტი ქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, რუსეთმა გამოცდილებით იცი, რომ შესაბამის ფასს გადაიხდის, თუნდა ეს არასოდეს გახდეს საჯარო”, - განაცხადა ობრიენმა.

გამოცემა New York Times-მა, ამერიკელ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის დაზვერვამ "თალიბებს" ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისა და მათი მკვლელობის სანაცვლოდ გარკვეული ფინანსური ანაზღაურება შესთავაზა. გარიგება ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას ხელში ჩაუვარდა მონაცემები რუსული დაზვერვის კონტროლირებადი ანგარიშებიდან "თალიბების" საბანკო ანგარიშებზე ფულადი გადარიცხვის თაობაზე. ტრანსფერების ნამდვილობას რადიკალების დაკითხვის ოქმის დეტალები ადასტურებს. NYT ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ავღანელი ჩინოვნიკის სახლიდან 500 000 დოლარი ამოიღეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system