თავში

ტრამპმა Twitter-ს დემოკრატიის სირცხვილი უწოდა

​ტრამპმა Twitter-ს დემოკრატიის სირცხვილი უწოდა
ტრამპმა Twitter-ს დემოკრატიის სირცხვილი უწოდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "Twitter-ს" დემოკრატიის სირცხვილი უწოდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ მის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ექსპრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ტრამპი რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინის "Twitter-ის" ანგარიშის დაბლოკვას გამოეხმაურა, რომელიც კოროვირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.

თავად ტრამპიც სამუდამოდ დაიბლოკა Twitter-ზე მას შემდეგ, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში 2021 წლის 6 იანვარს შეიჭრნენ.

"Twitter დემოკრატიის სირცხვილია. მას ამ ქვეყანაში მუშაობის უფლება არ უნდა მისცენ. მარჯორი ტეილორ გრინი ბევრ პატიოსან, პატრიოტ და შრომისმოყვარე ამომრჩეველს წარმოადგენს. ისინი ამგვარ მოპყრობას დაბალი დონის Twitter-ისა და Facebook-ისგან არ იმსახურებენ. ყველამ უნდა დატოვოს Twitter და Facebook. ისინი მოსაწყენი არიან, წარმოადგენენ მხოლოდ რადიკალური "მემარცხენეების" თვალსაზრისს და ყველას სძულს ისინი. ისინი ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. შენ კი, მარჯორი, განაგრძე ბრძოლა!”, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მიკრობლოგების სერვისმა Twitter ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

გასულ წელს კი სოციალურმა ქსელებმა Twitter -მა, Facebook-მა, Instagram-მა, Snapchat-მა და Twitch-მა ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ანგარიშები არჩევნებში დამარცხების არაღიარებისა და კაპიტოლიუმზე შტურმის წახალისების შემდეგ დაუბლოკა. მათ შორის Twitter -მა ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა და ის ამ ქსელზე წვდომას სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაშიც ვერ დაიბრუნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system